კონცერტზე

საყვარელი კუმირის მოლოდინში ხანგრძლივად მყოფი ადამიანები  ადვილად შეიძლება გადაიქცნენ უმართავად მასად, ამიტომ გაითვალისწინეთ:

ყველა ცდილობს წავიდეს წინ და მიუახლოვდეს შემსრულებელს.

ყველაზე საშიში ადგილი არის სცენის წინა ტერიტორია. რომ არ მოყვეთ ჭყლეტაში, გაერიდეთ ასეთ ადგილებს

ნუ დადგებით დინამიკების სიახლოვეს, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მათ შეუძლიათ სმენის ორგანოების დაზიანება

ნუ დადგებით შუშის კარების და ფანჯრების სიახლოვეს, კედელთან, კუთხეში, შეიძლება მასის ზეწოლისგან გაიჭყლიტოთ, ან დაიჭრათ

თუ ხალხის მასა გაიქცევა, მოერიდეთ მთავარ საშიშროებას, არ წაიქცეთ! წამოდგომა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.თუ მოექეცით მასის შუაში იდაყვში მოხრილი ხელები დაიჭირეთ ნიკაპის დონეზე, ხელები გქონდეთ თავისუფალი, არ ჩაიყოთ ჯიბეში.