ხშირად დასმული კითხვები

Q?ოჯახის წევრები თითქმის მუდმივად იმყოფებიან სახლში და სიგნალიზაციის საჭიროება და მისი შეძენის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ პერიოდულად მივემგზავრებით ქალაქგარეთ აგარაკზე მოკლე პერიოდით. როგორ დავიცვა ჩემი ბინა ამ შემთხვევაში?
A.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით “სეზონური მომსახურება”  ჩვენი სპეციალისტები უფასოდ დაამონტაჟებენ სიგნალიზაციის სისტემას. თქვენ გადაიხდით მხოლოდ სააბონენტო მომსახურების ღირებულებას.

Q?გაქვთ თუ არა ფასდაკლების სისტემა კლიენტებისთვის?
A.
  • 50%-იანი ფასდაკლება შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის;
  • 20%-იანი ფასდაკლება კორპორატიულ კლიენტებს ყოველი მომდევნო ობიექტის დაცვაზე
  • 20%-იანი ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
  • საშეღავათო პერიოდი დამწყები ბიზნესისთვის, ‘აწარმოე საქართველოში’-მონაწილე კომპანიებისთვის, თავდაცვის სამინისტროს; შსს; სუს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ოჯახებს; ახალდაქორწინებულებს; მრავალშვილიანებს; ახალმოსახლეებს,
  • უპროცენტო განვადება და სხვა

 

Q?სახლიდან გამოსვლისას დამავიწყდა სიგნალიზაციის ჩართვა, სამსახურში მაგვიანდება, როგორ მოვიქცე?
A.

თქვენ შეგიძლიათ ტელეფონით დარეკოთ  და თქვენივე კოდით ობიექტი აიყვანოთ დაცვაზე ან მოხსნათ დაცვიდან.

Q?მე ვსარგებლობ ერთერთი კერძო ფირმის მომსახურებით. მომსახურების ხარისხზე სასაყვედურო ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვისარგებლებ თქვენი მომსახურებით, რა უპირატესობას მივიღებ?
A.

პორტირების შემთხვევაში:

  • სრული მატერიალური დაზღვევა
  • უფასო 1-თვიანი სატესტო მომსახურება
  • ინდივიდუალური შეღავათები
  • სისტემის განახლება-მოდერნიზაცია უფასოდ
  • სახანძრო დეტექტორი, დომოფონი, საგანგაშო მობილური ტელეფონი, CO გაზის დეტექტორი და სხვა უფასოდ დამატებითი უფასო მომსახურებები (სმს, გაცილება, ტრანსპორტირება, ინკასაცია, კონსულტაცია დ ასხვ.)

ჩვენ ორიენტირებული ვართ თქვენთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, ამიტომ თქვენ გარანტირებულად მიიღებთ იმას რაც ნამდვილად გჭირდებათ და რასაც გპირდებით.

Q?როგორ გავხდეთ თქვენი კლიენტი?
A.

შეგვიკვეთეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით:

  • მობრძანდით ოფისში და შეგვიკვეთეთ
  • თუ დრო არ გაქვთ შეავსეთ ონლაინ განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე: MAGISTRI@MAGISTRI.GE
  • თუ არ გაქვთ დრო ონლაინ განაცხადის შესავსებად, დაგვიკავშირდეთ ტელ. 2912755; 599473399
  • თუ არ გაქვთ დრო სატელეფონო საუბრებისთვის, უბრალოდ დაგვიტოვეთ თქვენი კოორდინატები და ჩვენ მოვალთ თქვენთან.
  • თუ არცერთი არ გინდათ, მაშინ დარჩით მშვიდად თქვენს პრობლემებთან ერთად
Q?ჩემი მაღაზია აღჭურვილია მეტალის გისოსებით და რკინის კარებით, საიმედო საკეტით, მყავს ყარაული და ძაღლი. რითი ჯობია “თქვენი სისტემა” “ჩემს სისტემას”?
A.
  • ელექტრო ყარაული არ იძინებს, არ სვამს, არ აგვიანებს, არ აცდენს სამსახურს, ვერც  დააფრთხობ, ვერც დაემუქრები, ქურდებს არ  აძლევს “ნაკოლს”.
  • სამწუხაროდ გისოსებს ჭრიან, საკეტებსაც არგებენ გასაღებს და ა.შ.
  • რაც შეეხება ძაღლს, ის ნამდვილად კარგი მეგობარი და ყარაულია მაგრამ პასუხს ვერ მოსთხოვ თუ დროულად არ დაიყეფა და ვერ გაგაგებინათ ხანძრის ან ქურდობის შესახებ
Q?როგორ გავიგო ჩემი ობიექტი აყვანილია თუ არა დაცვაზე?
A.
  • სიგნალიზაციის კოდის აკრეფის შემდეგ თქვენ ავტომატურად სმს შეტყობინების სახით იღებთ შესაბამის ინფორმაციას.
  • თუ დაგავიწყდათ ობიექტის დაცვაზე აყვანა, თქვენ ავტომატურად მიიღებთ სმს შეხსენებას ამის შესახებ
Q?მუშაობს თუ არა სიგნალიზაცია ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში?
A.

სისტემას გააჩნია სარეზერვო კვება, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებელ მუშაობას მინიმუმ 24 საათის განმავლობაში

Q?რა პასუხისმგებლობას იღებს დაცვის სამსახური თუ მისი მიზეზით კლიენტი მატერიალურად დაზარალდება?
A.
  • ზარალის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით, დამკვეთთან შეთანხმებით.
  • მაგისტრის ფინანსური პასუხისმგებლობა დამკვეთის წინაშე უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, საბანკო გარანტიით და სადაზღვევო პაკეტით.
  • ჩვენი კომპანია ზარალს ანაზღაურებს სრულად, იმ მინიმალურ პერიოდზეც , რომელიც ხელშეკრულებით არის შეთანხმებული რეაგირების ჯგუფის ობიექტზე მისასვლელად
  • პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ კლიენტის ქონების დაზღვევას სხვა რისკებზეც შეღავათიანი ტარიფებით
Q?შეიძლება თუ არა სიგნალიზაციის დამონტაჟება გარემონტებულ ბინაში ისე რომ არ დამიზიანდეს კედლები?
A.

შეიძლება. ამისთვის გამოიყენება უსადენო სიგნალიზაციის სისტემა

Q?რეაგირებს თუ არა სიგნალიზაცია შინაურ ცხოველებზე?
A.

არსებობს დეტექტორების  სახეობა , რომელიც არ რეაგირებს 30-45 კგ-ზე ნაკლებ მასაზე.

Q?რა დრო სჭირდება დაცვის სიგნალიზაციის მონტაჟს?
A.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 დღე.

შპს “მაგისტრის” ტექნიკური სამსახური მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. გამოსასვლელი და დასვენების დღეების გარეშე