დაცვის სამსახურში მიიღებიან:

საქართველოს მოქალაქე, 18 წელს მიღწეული,  სპორტული აღნაგობის მქონე ფიზიკური პირები

უპირატესობა ენიჭებათ კანდიდატებს:

  • რომლებმაც გაიარეს სამხედრო სავალდებულო სამსახური
  • რომელთაც გააჩნიათ მართვის უფლება
  • უმაღლესი განათლება
  • შსს ყოფილ თანამშრომლები
  • საბრძოლო ხელჩართული ორთაბრძოლების ტიტულის მფლოფელებს
  • რომლებიც ფლობენ უცხო ენებს
  • რომლებიც ფლობენ კომპიუტერის საოფისე პროგრამებს

დაცვის სამსახურში არ მიიღებიან:

  1. განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები;
  2. ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას);
  3. პირები, რომლებსაც სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვთ დაცვითი საქმიანობის სფეროში შესაბამისი თანამდებობის დაკავების ან შესაბამისი საქმიანობის უფლება;
  4. საჯარო მოხელეები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  5. პირები, რომელთა მიმართაც საქართველოს სამართალდამცავ სამსახურებში არსებობს ინფორმაცია მათი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის შესახებ;
  6. პირები, რომლებიც დაცვის სამსახურიდან დათხოვნილები არიან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ვ“ (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან“) და „ზ“ (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“) პუნქტების საფუძველზe

აქტუალური ვაკანსიები:

  • რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში
  • მცველი; ქ. თბილისი
  • მარკეტინგის სპეციალისტი; ქ. თბილისი
  • ფოტოგრაფი; ქ. თბილისი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2912755