რომ არ გაგძარცვონ

  • სალარო უნდა განთავსდეს კარგად განათებულ და ქუჩიდან გამოსაჩენ ადგილზე
  • სალაროში ჩადეთ რამდენიმე დანომრილი ბანკნოტი
  • სალაროში დააყენეთ ბოლო ბანკნოტის დეტექტორი. სალაროდან (ყველა ბანკნოტის ამოღების შემთხვევაში გადაიცემა განგაშის სიგნალი)
  • სალაროსთან და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში დაამონტაჟეთ საგანგაშო ღილაკები.
  • ეფექტურია შიდა და გარე პერიმეტრზე ხმოვანი მაშუქების არსებობა.
  • სამუშაო დღის განმავლობაში ფული შეინახეთ სეიფში.
  • აწარმოეთ 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა და შეინახეთ ჩანაწერის არანაკლებ ერთკვირიანი არქივები. ვიდეოჩანაწერების ანალიზი საშუალებას მოგცემთ აღადგინოთ მომხდარის დეტალები.
  • გარდა ამისა, საშუალებას მოგცემთ დროულად გამოავლინოთ და რეაგირება გააკეთოთ ქურდობის ფაქტებზე როგორც მომხმარებელთა, ასევე პერსონალის მხრიდან
  • წარმატებით გადაჭრათ კონფლიქტური სიტუაციები მომხმარებლებთან
  • თუ ფინანსური მდგომარეობა არ გაძლევთ სრულფასოვანი ვიდეოკონტროლის საშუალებების მონტაჟის შესაძლებლობას დააყენეთ იაფფასიანი იმიტაციური კამერები, მომხმარებლის და პერსონალის  დისციპლინირებისთვის
  • ფული შეინახეთ საიმედო კონსტრუქციის და კედელზე ან იატაკზე დამაგრებულ სეიფებში, აღჭურვეთ განგაშის ღილაკით რეაგირების ჯგუფის გამოსაძახებლად
  • ფული დათვალეთ უსაფრთხო ადგილზე, უცხო პირებისთვის აკრძალულ ზონაში. შესასვლელი კარი აღჭურვეთ დაშვების სისტემით, საბარეთე ან ბიომეტრული, ელექტრონული საკეტით, კოდური კლავიატურით და სხვა, რეაგირების ჯგუფის გამოძახების შესაძლებლობით
  • ბანკში ფული გადაიტანეთ სხვადასხვა დროს, არანაკლებ ორი პირის თანხლებით. მნიშვნელოვანი თანხების გადასატანად გამოიყენეთ ინკასაციის სამსახური
  • ეცადეთ არ მიიქციოთ ზედმეტი ყურადღება, ფული გაიტანეთ ჩვეულებრივი ჩანთით და არა ბანკის სპეციალური ან გამჭვირვალე შეფუთვებით
  • უზრუნველყავით მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიის კარგი განათება. ყურადღება მიაქციეთ რომ მაღაზიიდან გამოსასვლელის სიახლოვეს არ იყოს ისეთი ადგილები, სადაც ბოროტმოქმედი შეიძლება ჩაგისაფრდეთ
    როგორ მოვიქცეთ ძარცვის დროს
  • მაქსიმალურად დაიცავით სიმშვიდე და არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოთ ბოროტმოქმედს ყველაზე ძვირფასი – თქვენი სიცოცხლე
  • ყურადღება მიაქციეთ და დაიმახსოვრეთ დამნაშავის გარეგნობა, ტანსაცმელი, მეტყველების და ქცევის მანერა
  • არ გაუწიოთ წინააღმდეგობა და არ გამოიწვიოთ მისი აგრესიულობის პროვოცირება. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ გმირობას
  • ნუ შეეკამათებით მძარცველს, დაემორჩილეთ მის მოთხოვნებს. დამნაშავეები იშვიათად აყენებენ ზიანს მათ, ვინც ემორჩილებათ და ასრულებენ მათ მოთხოვნებს
  • დამნაშავის ზედმეტი განერვიულება მხოლოდ გაზრდის მის აგრესიულობას და გაახანგრძლივებს მისი იქ ყოფნის დროს
  • მძარცველს მიეცით მხოლოდ ის რასაც თვითონ ითხოვს. ეცადეთ მისცეთ მას დანიშნული და დამუშავებული ბანკნოტებიც
  • მიაქციეთ ყურადღება თუ რომელ ნივთს შეეხება ბოროტმოქმედი, რომ შესაძლებელი გახდეს მისგან ანაბეჭდების აღება
  • შეათანხმეთ დამნაშავესთან თქვენი თითეული მოქმედება, მოძრაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება არასწორად გაიგოს თქვენი მოძრაობის მიზანი
  • როცა დამნაშავე დატოვებს მაღაზიას, ნუ ეცდებით, გაეკიდოთ მას, ყურადღება მიაქციეთ, თუ რა მიმართულებით და რა ტრანსპორტით წავა
    როგორ მოვიქცეთ ძარცვის შემდეგ
  • ჩაკეტეთ ყველა კარი
  • დარეკეთ პოლიციაში და აცნობეთ:
  • სად და რა დროს მოხდა ძარცვა (მისამართი, ობიექტი)
  • დამნაშავეების აღწერა
  • რა მიმართულებით გაემართნენ
  • როგორ დატოვეს ტერიტორია (ფეხით, მანქანით და ა.შ.)
  • მანქანის აღწერა
  • რით იყო შეიარაღებული
  • ეცადეთ ხელი არ ახლოთ არაფერს. ყველაფერი დატოვოთ თავის ადგილზე
  • თითეულმა თანამშრომელმა (სასურველია კლიენტებმაც) დამოუკიდებლად და გააკეთოს ნანახის წერილობითი აღწერა