დაცვის სამსახური ძველ საქართველოში

დაცვის სამსახურის ისტორიიდანL2hvbWUvbWFnaXN0cmkvcHVibGljX2h0bWwvaW1hZ2VzL3N0b3JpZXMvZGF2aWRpdmJ1aWxkZXIuanBn

უცხოელ  მეცნიერთა აზრით, დაცვის სამსახურის პირველსახე – ჟანდარმერია (შემდგომში – საპოლიციო ფუნქციების უწყება), შეიქმნა პირველად საფრანგეთში, მეფე კარლ VII-ის დროს 1445 წელს. ჟანდარმებს უწოდებდნენ აზნაურებს, რომლებიც მსახურობდნენ საფრანგეთის მეფეების დაცვაში. ამ ტერმინის სინონიმია ლაიბგვარდია (<გერმ. Leibgarde. Leib – “ტანი, სხეული”, ნიშნავს “მონარქთან მყოფს” – მეფის დაცვა). შდრ. ინგლისური ტერმინი Body guard (<ინგლ. Body – “სხეული ტანი”, guard – “დაცვა”) – პირადი დაცვა, პირადი მცველი, ესკორტი. ამ ტერმინთა ძველი ქართული შესატყვისია გუამის //სხეულის მცველი – პირადი მცველი.

შედარებისთვის შეიძლება აღინიშნოს, რომ დავით IV აღმაშენებელმა სამეფო გვარდია (თუ ვისარგებლებთ ხსენებული ტერმინოლოგიით _ ჟანდარმერია // ლაიბ –გვარდია) – მონასპა დაარსა XII საუკუნეში 20-იანი წლების დასაწყისში (ე. ი. სამი საუკუნით ადრე კარლო VII-ის მიერ “ჟანდარმთა ასეულების” შექმნამდე. რუსეთში კი ივანე IV-მ ანალოგიური სამსახური (“ოპრიჩნიკები”) შექმნა 1565 წელს. მონასპაში 5000 მხედარი “მონა”, ანუ მეფის ყმა, მეფის პირად სამსახურში მყოფი რჩეული, პროფესონალი და სანდო მეომარი შედიოდა. ისევე როგორც საფრანგეთსა და რუსეთში, მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო. ანალოგიური სამსახური 1755 წელს შექმნა ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ, რასაც ეწოდა “მონაცვალე” (// მორიგე) ჯარი 2000 კაცის შემადგენლობით. პირადი დაცვის გარდა არსებობდა აგრეთვე, ობიექტების დაცვის სამსახურიც.

ბიბლიიდან ცნობილია ტერმინები: “მცველი”, “ხუმილი”, “ებგური” და ა. შ. ჩვეულებრივ, მცველები იყვნენ მეომრები, იშვიათად – მოქალაქეები.

მცველები მორიგეობდნენ კოშკებზე, განსაკუთრებულ შემთხვევაში – იერუსალიმის ტაძართან. ღამით, ქუჩებში საფრთხის გაზრდის გათვალისწინებით, შესაბამისად იზრდებოდა მცველთა რაოდენობაც.

დაცვა იყოფოდა რამდენიმე ცვლად, მცველებს მორიგებისას ეკრძალებოდათ ძილი, დისციპლინის დარღვევისთვის ისინი ისჯებოდნენ სიკვდილით. ბიბლიის მიხედვით, რომაელებს ღამის საყარაულო დრო ოთხ ცვლად ჰქონდათ დაყოფილი და თითოეულ ცვლას ეწოდებოდა სახმილავი (//სახუმილავი).

სულხან-საბას განმარტებით, სახმილავი ოთხ საცვლად (ანუ ცვლად) იყოფოდა. ე. ი. იყო მცველია ოთხი ცვლა. ერთი ცვლის დრო მხილავებისა (მცველების) იყო სამი საათი. სახმილი იყო მცველთა პოსტი, საყარაულო.

 

მცველთა კატეგორიები და დაცვის ტერმინოლოგია
caesarsguard

ანტიკურ ხანაში მცველთა შერჩევისას სხვადასხვა კრიტერიუმით სარგებლობდნენ. მაგალითად, ცეზარი უფრო მეტად ფიზიკურ ძალას აქცევდა ყურადღებას. პირი (Пирр) კი თვლიდა, რომ მომავალი მცველი უნდა ყოფილიყო ახოვანი, არა ნაკლებ ექვსი ფუტის (ფუტი – დაახლოებით 30,5 სმ.) სიმაღლისა. პირმა ასეთი დავალება მისცა დაცვისათვის კადრების ამომრჩეველ მსახურს: “შენ შემირჩიე ახოვნები და მამაცებად მათ მე თვითონ ვაქცევ”. კანდიდატს უნდა ჰქონოდა ცოცხალი და მხიარული თვალები, ძლიერი კისერი (ქედი), ფართო მკერდი, დაკუნთული ხელები, გრძელი თითები, შეწეული მუცელი, სრული თეძოები, გამხდარი ფეხები.

როგორი იყო ვაჟკაცის ეტალონი ქართული განსაზღვრებით, შეიძლება ვიმსჯელოთ მემატიანეების მიერ ქართველ მეფეთა დახასიათებისას. მაგალითად, დემეტრე II თავდადებულზე ისტორიკოსი წერს, რომ იგი იყო “ბეჭპრტყელი და შეწყობილ სამხედრო წესითა, სრული ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული”. გიორგი XI-ის შესახებ მემატიანე აღნიშნავს, რომ იგი იყო “მხე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, მოისარ-მოასპარეზე უებრო”.

  • სახმილავი – (“სახვმილავი //სახუმილავი// სახუმილი //სახმილი) – ძველ საქართველოში ეწოდებოდა მორიგეობის ცვლას. პირველ მორიგეობას მცველისას ერქვა “პირველი სახმილავი”.
  • საცავი – “სახმილავი, გინა შესანახავი, გინა სიმაგრე” (საბა);
  • მხმილავი – (//ხვმილავი) – მცველი, დარაჯი, მორიგე მცველი, “ღამის დარაჯი” (საბა);
  • ხმილვა – დაცვა;
  • ნობათი – (//ნობა) (<არაბ. სპარს) – ჯერი, რიგი, ხვედრი, опередь (ძვ. რუს.), მორიგეობა;
  • მოჯერე – მორიგე; ჯერი – რიგი;
  • რიგისობა – მორიგეობა, რიგრიგობა;
  • ჩალიბობა – მორიგეობა, მონაცვლეობა, რიგრიგობა, ჯერეულობა;
  • მეციხოვნე – ციხის მცველი (შდრ. ციხოვანი – ციხის მქონე პირი. “ციხოვანი აზნაური”). შუა საუკუნეებში ყველა ქალაქი აუცილებლად გალავანშემორტყმული უნდა ყოფილიყო და ყველა ფეოდალს თავისი ციხე უნდა ჰქონოდა.
    დარბაზის ერნი (“დარბაზის ერი”-სგან წარმოიშვა, სიტყვა – “დარბაისელი”) – სამეფო სასახლის, სამეფო კარის მსახური, მოხელე  ე. ი. კარისკაცები და სასახლის მცველთა რაზმი, სასახლის გვარდია. XI საუკუნემდე დარბაზის ერის შესატყვისი ტერმინი იყო ტაძრეული (//ტაძრობილი), ერი პალატისა, შინაურნი.
  • დარბაზის ყმანი – ეწოდებოდა დარბაზის სხდომებზე წესრიგის და ზეიმის მოსაგვარებლად დანიშნულ მოხელეებს;
  • კარისკაცი, მეკარე (//მეკრე), სეფე კაცი – სასახლის კარის მცველი;
  • მეხრმლე – ხმლით შეიარაღებული მცველი;
  • ჩუხჩარხი //ჩუხჩერახი// ჩუხჩარეხი – იყო იმ მოხელეთა უფროსი, რომლებსაც ევალებოდათ მეფის დაცვა. იგი თან ახლდა მეფეს მგზავრობის დროს და სხვა მოხელეებთან ერთად მის წინ მიდიოდა. ჩუხჩარხი ვალდებული იყო პირველს ენახა ის ადგილები, სადაც მეფე უნდა მისულიყო, შემდეგ იგი უნდა მობრუნებულიყო და წასძღოლოდა მეფეს;
  • ყულარაღასი – ეწოდებოდა მეფის მცველ მეთოფეთა უფროსს გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ყულარაღასი მეფეს თავს ადგა და ყორჩიბაშთან ერთად მისი პირადი დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა;
  • ყორჩიბაში – გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში შეიარაღებულ მცველთა უფროსს, მეფის პირადი დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ეწოდებოდა;
  • მთავარმცველი – ქართული შესატყვისია ყორჩიბაშისა და ყულარაღასისა და ნიშნავს მცველთა უფროსს;
  • ამირჩქარი – გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში იყო ამირსპასალარის უწყების მოხელე, მალემსრბოლთა (შიკრიკთა) უფროსი. ევალებოდა მეფის დაცვა და შიკრიკების ხელმძღვანელობა;

 

  • მონასპა – სამეფო გვარდია, სამეფო დაცვა, მეფის მცველი კორპუსი. “მონები” იყვნენ მეფის ყმები. XII საუკუნის განმავლობაში მათი უმრავლესობა (მონასპის რაოდენობა 5000 კაცი იყო) ყმა-მამულით იქნა შეწყალებული მეფის მიერ და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეუერთდა.
  • მცველი – მხლებელი, ამალა, მებადრაგე, ჩუხჩია, ყარაული, დარაჯი;
  • წინა-მცველი – მეწინავე მხმილავი, მცველი (ძველ რუსულად – передовая с транса);
  • წინა – მცურვალი – ბატონის წინ მიმავალი შუბოსანი მცველი. “წინაცვა” – ხუმილვა // ხუმილი, დარაჯობა;
  • გარემოის – მცველი – ამალა, გვარდია, დაცვა;
  • ქორრი – მცველთა ჯგუფი, ამალა;
  • თანამცურვალი – //თანამცურუალი // თანამცორველი – მეფეთა მცველი, საჭურჭლეთმპყრობელი;
  • პასენაკი – მცველი;
  • პაჰაკი //პაჰკი// პაპკი – მცველი;
  • პაჰრაკი – მცველი, გამყოლი;
  • ქეშიკი – წარჩინებული პირის მცველი;
  • ეპიტიკოსი – მეფის მცველი, ამეშა ქეშიკი;
  • ეჯიბი – მეფის მცველი, მეკარე (//მეკრე). ამირეჯიბი (<არაბ. ამირ ჰაჯიბ) – კარისკაცთა, მცველთა უფროსი, ამირა;
  • გუˆამის (სხეულის) მცველი – თანამედროვე გაგებით – პირადი დაცვა, პირადი მცველი (ძველ რუსულში – опринник,  телехранитель; ინგლისურში -Body guard);
  • მოდარაჯე – მხმილავი, ყარაული, დარაჯი;
  • დარაჯი (ძველ ქართულად -დარაჯა) – რისამე (ან ვისიმე) დასაცავად დაყენებული პირი, მცველი. ძველ საქართველოში დარაჯა წარმოადგენდა მცველის ზოგადი ცნების ტერმინს. სულხან-საბა დარაჯს ხუთ კატეგორიას ასახელებს: 1. გუშაგი – “დარაჯი ციხეთა”; 2. ებგური – “მაღლით ადგილით მოდარაჯე”; 3. ტალა – “მგზავრთა ღამით მოდარაჯე”; 4. ხუმილი – “მეპატრონისა კართა ღამეს რა ათევდეს, ანუ ხვასტაგთა (საქონელს) უდარაჯებდეს”; 5. დეტი // ტედი – “დღისით შორიდამ უმზერდეს და დარაჯობდეს”. ამ ტერმინებს დავით ჩუბინაშვილი ამატებს მსტოვარს (//აეშაგს), ჯაშუშს და კერკეტინს;
  • ქონდაქარი – პირადი მცველი, გუამის (სხეულის) მცველი, ქეშიკი, ყორჩი;
  • მოჯალაბე – სასახლის მცველი;
  • ყაფიჩი – მეკარე (//მეკრე), მცველი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში;

weps

  • ჩაუში // ჯაუში – მეკარე, მცველი;
  • თუშმალი – მცველი, ჩაუში. მოხელე, რომელიც ჯერ თვითონ გასინჯავდა ხოლმე საჭმელს და მერე მიართმევდა მეფეს;
  • ყარაული – შეიარაღებული მცველი, დარაჯი, გუშაგი, მხმილავი, დარაჯი;
  • დეტი – დარაჯი; დეტი-ინჯა – დღისით მოდარაჯე მცველი;
  • სომერი – მცველი;
  • კუსტოდია – მცველი, დარაჯი;
  • მყუდელი – მცველი, დარაჯი;
  • ასასი – ღამის დარაჯი, გუშაგი, მცველი;
  • ტალა – მეგზურთა ღამის დარაჯი, გუშაგი;
  • მეგალავნე – გალავნის მცველი;
  • მეციხოვნე //მეციხოანი// მეციხოვანი – ციხე-სიმაგრის მცველი;
  • შანა – მცველი;
  • მეჯიხურე – მეციხოვნე, ციხის მცველი (<მეგრულ -ჭანური ჯინა – “ციხე”);
  • მესაწოლე – მეფის საწოლის მომსახურე და მცველი გაერთიანებულ საქართველოში;
  • სენაკაპანი – მოსასვენებელი ოთახის მცველი მეფის ან დიდებულის კარზე;
  • ვანეს – მცველი – სადგურის, სასტუმროს, ფუნდუკის, ბანკის მცველი;
  • გერაქ – იარაღი – სამეფო აბჯრის მცველი;
  • მეფასე – საუნჯის, საჭურჭლის მცველი;
  • მეუნჯე – უნჯის (საგანძურის) მცველი;
  • მეგვადრუკე – ფულის ყუთის შემნახავი, მცველი;
  • მორდალი //მორდარი// მურდარი (<სპარს. “მოჰრდარი”) – მეფის ბეჭდის მცველი XVII – XVIII საუკუნეების საქართველოში;
  • ოსტიგანი – მცველი, სასმელ-საჭმლით მნეა მეკუჭნავე;
  • მეპატიმრე // მესაპყრობილე – საპატიმროს მცველი, ციხისდარაჯი. მესაპყრობილეთმოძღვარი – ციხის უფროსი;
  • მედილეგე – დილეგის მცველი, დარაჯი.

დასაცავ პირთა კატეგორია ძველ საქართველოში

  • მეფე – სახელმწიფოს ერთპიროვნული (მემკვიდრეობითი) მეთაური, ხელმწიფე; მეფეთ მეფე – მეფეთა შორის უპირველესი მეფე, რომელსაც სხვა მეფეები ჰყავდა;
  • ხელისუფალი (<ხელის+უფალი) – ძველ საქართველოში ნიშნავდა  ხელის (თანამდებობის) მქონე განმკარგულებელ მოხელეს.

თავადი კობალაძე. 1880 წ.

  • მოხელე (მო+ხელ+ე) იყო თანამდებობის პირის ზოგადი სახელწოდება. ხელი ნიშნავდა ძალაუფლებას, თანამდებობას, საკუთრებას, მიწაზე საკუთრების უფლების მაჩვენებელ ნიშანს.
  • სახელო (<სა-ხელ-ო) იყო მოხელის კომპეტენცია.
  • ბატონი – მეპატრონე, უფალი (ძველ რუსეთში – господ);
  • ვაზირი // ვეზირი (<არაბ. ვაზირუნ – “მრჩეველი, მინისტრი”): მწიგნობართუხუცესი – ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი;
  • თავადი – ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV-XVIII საუკუნეების საქართველოში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება. XV საუკუნემდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი იყო აზნაური. “თავადი” წარმოდგება სიტყვა “თავი”-სგან და ნიშნავს “უფროსს”.
  • აზნაური – XV-XVIII საუკუნეებში ეწოდებოდა თავადზე დაბლა მდგომ პრივილეგიული წოდების წარმომადგენელს. მანამდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო ტერმინს წარმოადგენდა. 1783 წელს ქართლში იყო სამეფო აზნაურის – 82, სათავადო აზნაურის – 188 და საეკლესიო აზნაურის – 17 სახლი;
  • დიდებული – ეწოდებოდა პრივილეგირებული წოდებათა (აზნაური, თავადი, ვაჭარი) – უმაღლესი ფენის წარმომადგენელს.
  • “დიდება” ერქვა მეფის მიერ აზნაურისთვის დიდი სახელის (თანამდებობა) და მისი შესაფერისი ყმა-მამულის ბოძებას. დიდებამინიჭებული აზნაურს ეწოდებოდა დიდებული აზნაური.

დასაცავი ობიექტიდარეჯან დედოფლის სასახლე

  • სასახლე – ტერმინი უმთავრესად XV საუკუნიდან არის გავრცელებული ქართულში. მანამდე იხმარებოდა სხვა, უცხოური წარმოშობის სიტყვები ტაძარი (სპარსულია), პალატი (ბერძნულ-ლათინურია), დარბაზი (სპარსულია).
    სიტყვა “სასახლე”-ში სა – იგივეა, რაც სპარსული სრა (რ ამოგდებულია). სრა დამოუკიდებლადაც იხმარებოდა ქართულში, ასევე სახლ სიტყვასთან შეთანხმებით: სრა-სახლი. აქ რ დაიკარგა და მივიღეთ სა-სახლი. შემდგომში სა ქართულ თავსართად იქნა გააზრებული (შდრ. სა-მელნე…). სა თავსართი კი, თავის მხრივ, მოითხოვს ე ბოლოსართს ქართული ენის კანონის მიხედვით. ამიტომ მივიღეთ სიტყვა სასახლე.
    სრა გვაქვს სიტყვაშიც ქარვასლა: უნდა ყოფილიყო ქარვასლა (<ქარავან სარა). რ გადაკეთდა ლ-დ.
  • ტაძარი / ტაზარი – ძველ ქართულ ძეგლებში გვხვდება როგორც უფლის (ღმერთის) სახლის, სამლოცველო სახლის (ეკლესია), ისე უფლის (მეფე, მთავარი) რეზიდენციის, სასახლის მნიშვნელობით. იგივე მნიშვნელობით იხმარებოდა სიტყვები: ეზო, პალატა, დარბაზი, სასახლე, სადგომი. . .
    ტაძარი შენობის, სასახლის გამომხატველი იყო. ტაძარი მაშინ სხვა იყო და სხვა – ეკლესია. ტაძარი იყო სასახლის აღმნიშვნელი, ეკლესია – სამლოცველო სახლისა. სასახლეს ეწოდებოდა პალატი, რომელმაც ტაძრის ადგილი დაიკავა.
  • დარბაზი (<სპარს. დარვაზე – “კარი”; ალაყაფის კარი, სასახლის კარი…) – სამეფო კარი, სამეფო დარბაზი. შემდგომში სიტყვამ მიიღო “სასახლის” მნიშვნელობა;
  • სარაია (სპარს.) – სასახლე, სრა;
  • საყდარი – რეზიდენცია;
  • სახლი – სასახლე, სამეფო კარი, რეზიდენცია;

ციციშვილების დარბაზის ციხე-დარბაზი,ქვემო ნიჩბისი, მე-17 ს.

  • ციხე-დარბაზი – გამაგრებული სასახლე მეფისა (ან დიდი ფეოდალის);
  • ციხე – სამხედრო თავდაცვითი ნაგებობა. “ციხოვანი” – ციხის მქონე; “ციხოვანი აზნაური”. შუა საუკუნეებში ყოველი ქალაქი აუცილებლად გალავანშემორტყმული უნდა ყოფილიყო და ყველა ფეოდალს თავისი ციხე ჰქონოდა. (შდრ. “მეციხოვნე” – ციხის მცველი);
  • მეფის საწოლი – საქართველოს მეფის მოსასვენებელი განსაკუთრებული დაწესებულება. მის დაცვას უზრუნველყოფდნენ “წინამძღოლნი”, “კარის დარაჯა”, ქეშიკები, საწოლის მეკარეები (მეკრეები);
  • საგანძური – შენობა, სადაც სახელმწიფო ხაზინა ინახებოდა;
  • საჭურჭლე – განძეულობა, სახელმწიფო ხაზინა;
  • სალარო – “ლართ საუნჯე” (საბა);
  • ხაზინა – (არაბ.) – სახელმწიფოს ქონება (ძველ ქართულად – ლარი, სალარო, განძი);
  • ზარდახანა / საჯაბადარო – აბჯართ საცავი, არსენალი;
  • ჩიხაური – იარაღის საწყობი.

დაცვას ექვემდებარებოდა აგრეთვე ქარავნები, სადგურები, სამადლოები, მანზილები, ფუნდუკები, ასპინძები, იამები. . .

კომენტარი