თამარ დოლიძე: “”მაგისტრს” შეგიძლიათ მიანდოთ მთელი თქვენი ქონება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი შესრულდება უმაღლეს დონეზე.”

მე გახლავართ თამარ დოლიძე. სტომატოლოგიური კლინიკა “მედი–დენტ+” ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი.

კლინიკა გავხსენი 2005 წელს, მისი სრულად აღჭურვის შემდეგ გადავწყვიტეთ გვეზრუნა ობიექტის უსაფრთხოებაზეც.

ბევრი ფიქრისა და გაკითხვის შემდეგ ერთ ერთმა კომპანიამ  მირჩია დაცვის სამსახური „მაგისტრი“, მას შემდეგ ყოველ დღე ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.

ბატონი თორნიკე უშუალოდ ახდენდა და ახდენს კლინიკაში მიმდინარე ყველა პროცესებზე კონტროლს.  პრობლემის შემთხვევაში,  ერთი ზარის შემდეგ ბატონი თორნიკე ყველა პრობლემას აგვარებს. დაცვის სამსახური მაგისტრი არის ყველაზე საიმედო, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი კომპანია, რაც რა თქმა უნდა მისი ხელმძღვანელის დამსახურებაა, მას სწორად შეარჩია თანამშრომელთა გუნდი და დაგეგმა სწორი სტრატეგია.

2005 წლიდან კომპანია იხვეწება და ფართოვდება, თუმცა მომსახურების დონე ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა. ამ კომპანიას შეგიძლიათ მიანდოთ მთელი თქვენი ქონება და იყავით დარწმუნებული, რომ ყველაფერი შესრულდება უმაღლეს დონეზე.

კომპანიას ვუსურვებდი წინსვლას, აყვავებას და უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას. ითანამშრომლეთ დაცვის სამსახურ “მაგისტრთან” და დაცვის გარდა შეიძენთ ბატონი თორნიკეს სახით გვერდში მდგომ ადამიანს.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით თამარ დოლიძე

კომენტარი