რატომ არის აუცილებელი სახლის უსაფრთხოების სისტემა

როდესაც უყურებთ თქვენს ოჯახს, სახლს, გსურთ, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ და არავინ არასოდეს მიაყენოს ზიანი. მიდიხართ სამსახურში და იმედოვნებთ, რომ საღამოს მომღიმარი ოჯახი, დაცული სახლი დაგვხდებათ. მაგრამ როგორც ამბობენ, მხოლოდ იმედის ქონა არ არის არც სტრატეგია და არც საკმარისი. დანაშაულის გაზრდილი მაჩვენებელი გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. ბევრი ვერ აფასებს იმ რისკებს, რომლის არიდებაც სახლის უსაფრთხოების სისტემას შეუძლია. თუ კი ფინანსური ზარალი, შესაძლოა დროთა განმავლობაში აღვადგინოთ, მორალური ან სულაც ფიზიკური ტრავმა, რომელიც ოჯახს შეიძლება მიაყენონ, შეუფასებელია და მთელი ცხოვრება შეახსენებს დაზარალებულს თავს. ასე რომ შეჩერდით და დაფიქრდით, ღირს კი ასეთი დანაკარგი რისკად? მით უმეტეს, რომ  ბაზარზე არსებული უამრავი მოდელიდან შეგიძლიათ თქვენს სურვილებზე და ბიუჯეტზე მორგებული უსაფრთხოების სისტემა მოიძიოთ.

კიდევ ეჭვობთ? მოდით გაგაცნობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა დააყენოთ დაუყონებლივ უსაფრთხოების სისტემა თქვენს სახლში.

  1. დაიცავით თქვენი საკუთრება ქურდობისა და მძარცველებისგან.

როგორც წესი ქურდები ცდილობენ შეუმჩნევლად შევიდნენ სახლში მეპატრონეების არყოფნის დროს, თუმცა თუ კი მათ დახვდათ ადგილზე ოჯახის წევრები, ეს გამოიწვევს მათ დაბნეულობას, რაც შეიძლება აგრესიულ ქცევაში გადაიზარდოს. უსაფრთხოების სისტემა კი ატეხავს განგაშს დაცულ ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე და დაუყონებლივ მიაწვდის ინფორმაციას პოლიციას.

  1. დაიცავით თქვენი სახლი და ოჯახი ხანძრისგან.

როგორც ამბობენ, სადაც კვამლია იქ ცეცხლიცაა. სახლის უსაფრთხოების სისტემაზე შესაძლებელია კვამლის დეტექტორის ინსტალაციაც, რომელიც კვამლის დაფიქსირებისთანავე მიაწვდის სახანძროს ინფორმაციას და  აგარიდებთ ტრაგიკულ შედეგს თავიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ცეცხლი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ეს შეუფასებელი დახმარებაა.

  1. დაიცავით თქვენი ოჯახი მხუთავი აირით მოწამვლისგან.

დღესდღეობით საკმაოდ ხშირად გვესმის ინფორმაცია, რომ ჩვენს მახლობლად ბუნებრივი აირის გაჟონვამ ტრაგიკული შედეგი გამოიწვია. ნახშირჟანგი  სუნისა და ფერის არქონის გამო ფაქტიურად შეუმჩნეველია. სისხლში ადვილად უკავშირდება ჰემოგლობინს, რაც ორგანიზმის მწვავე ჟანგბადოვან შიმშილსა და სიკვდილს იწვევს. უსაფრთხოების შესაბამისი სისტემის მონტაჟისას თქვენი ოჯახი სრულყოფილად იქნება დაცული მსგავსი შემთხვევისგან.

  1. მიანიჭეთ თქვენს ოჯახს უსაფრთხოების შეგრძნება.

თუ თქვენ გიწევთ მარტო დატოვოთ  თქვენი ოჯახის ასაკით უფროსი წევრები, მაშინ ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალური საჭიროების მქონე პირები და მოხუცები შესაძლოა სახლში ბევრი საფრთხის წინ აღმოჩნდნენ, დაცვის სისტემა კი მონიტორინგს გაუწევს არა მარტო სახლის უსაფრთხოებას, არამედ რეაგირებას მოახდენს, თუ კი სახლში მყოფი პირს დახმარება ჭირდება ( მაგ. წაიქცა და ა.შ.)

  1. იზრუნეთ თქვენი სახლის უსაფრთხოებაზე, მაშინაც კი როდესაც არ იმყოფებით მასთან ახლოს.

თუ კი მოგიწევთ სახლის რამოდენიმე დღით, კვირით დატოვება თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ დაცვის სამსახურ „მაგისტრს“ და კომპანია თავად იზრუნებს საკუთრების უსაფრთხოებაზე. ასევე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დისტანციურად აკონტროლოთ თქვენი სახლი. შეამოწმოთ ვინ დააკაკუნა კარზე, ვინ იმყოფებოდა ახლო ტერიტორიაზე, ხომ არ დაგრჩათ ჩართული დენი, წყალი და ა.შ.

ჩვენ წარმოგიდგინეთ მთავარი მიზეზები, რის გამოც ღირს დაფიქრება. შეაფასეთ მოყვანილი რისკები, დაგვიკავშირდით ნომერზე: 2912755 | 599473399 გახსოვდეთ, რომ თქვენი ოჯახის უსაფრთხოება შეუფასებელია, თუმცა მასზე ზრუნვა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ.

დაცვის სამსახური „მაგისტრი“ – თქვენი უსაფრთხოების გარანტი

 

 

კომენტარის დატოვება

Time limit is exhausted. Please reload CAPTCHA.