ძიძის შერჩევა რომ ოჯახისთვის ძალიან რთული პროცესია ამაზე ყველა ვთანხმდებით. უნდობლობის, ეჭვების და ვარაუდების მთელი არმიის გავლის შემდეგ, თუ გაგვიმართლა და ვიპოვეთ „ჩვენი“ ადამიანი, ბოლომდე მოდუნების უფლება მაინც არ გვაქვს. ადამიანის გაცნობა ერთი, ორი და თუნდაც სამი გასაუბრების შემდეგაც  ძალიან რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი, შვილი, უნდა ვანდოთ.