ზაფხული საუკეთესო და ყველაზე აქტუალური დროა კემპინგისთვის. რა სჯობს მეგობრებთან ერთად ბუნებაში ხეტიალს და დაუვიწყარი ადგილების მონახულებას. მიუხედავად იმისა, რომ კემპინგი საკმაოდ უსაფრთხო აქტივობაა, მაინც არსებობს პრეცედენტები ჩვენს გარშემო, როდესაც მოლაშქრეებს ძვირფასი აღჭურვილობა, ნივთები ან ტექნიკა ლაშქრობისას მოპარეს.